ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები