„რატომ შიმშილობენ? სააკაშვილი სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, რა ფუფუნება უნდა შეექმნას კიდევ?” – ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარაის არ ესმის, რა მიზანს ემსახურება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების შიმშილობა. მმართელი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და თავსაც კარგად გრძნობს.

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებსუწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხებისდა გამო ასეთი აქციების მოწყობა, შიმშილობა, მათ შორის, ეს რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ, როდესაც პაციენტი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი „ვივა-მედში“ სასჯელს იხდის ლუქს პალატაში და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ და რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხვდები… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ, იმიტომ, რომ გაუგებარია, რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. რა უნდა მოხდეს მეტი იმაზე, რომ ადამიანი, მსჯავრდებული როგორც პაციენტი სასჯელს იხდის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში „ვივა-მედში“, რომლის მკურნალობა დღემდე 200 ათასი ლარი დაჯდა და რაღაზე შიმშილობენ, რა ფუფუნება უნდა შეიქმნას კიდევ?, – თქვა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები