არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.

 

მსგავსი თემები