ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში რუსებს სადღეღამისო კომენდანტის საათის შემოღება სურთ – გენშტაბი

ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ნაწილის საოკუპაციო „ავტორიტეტი“ ცდილობს შემოიღოს სადღეღამისო კომენდანტის საათი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, მისი ხანგრძლივობა განსხვავდება დასახლებების მიხედვით. ამის  შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2022 წლის 18 დეკემბერს განაცხადა.

„საოკუპაციო ძალების სარდლობა გეგმავს სადღეღამისო კომენდანტის საათის შემოღებას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდვები ჩერნიგოვკაში 2022 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ამასთან, ქალაქ ბერდიანსკში 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე ამოქმედდება სადღეღამისო კომენდანტის საათი.

მსგავსი თემები