ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა

ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა. მას ბრალად „სიცრუის გავრცელება“ წარუდგინეს.

38 წლის თარანე ალიდოსტი საპროტესტო აქციების ხისტი გზებით ჩახშობის გამო ირანის მთავრობას ღიად აკრიტიკებდა. მან ინსტაგრამში გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ის ხიჯაბის გარეშეა. მან ასევე დაგმო დემონსტრაციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯი ფაქტებიც.

როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, მსახიობმა მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში წარმოდგენილი ინფორმაცია მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სექტემბრიდან გრძელდება. მედიის ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, 1 800 კი დააკავეს. მათ ნაწილს სიკვდილი აქვს მისჯილი.

მსგავსი თემები