ბახმუტში დაღუპული მებრძოლების ოჯახები დახმარებას და ცხედრების ჩამოსვენებას ითხოვენ

ბახმუტში დაღუპული მებრძოლების ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ბადრი მარკელიას, რომეო კვარაცხელიას, ავთი რურუას, მერაბ ალადაშვილისა და რომელ ფიჩხაიას ცხედრების ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იციან. ახლობლებმა არც ის იციან, არსებობს თუ არა მათი სამშობლოში გადმოსვენების შანსი.

ოჯახების ნაწილი მზადაა, უკრაინაში ჩეჩენ მებრძოლებს დაუკავშირდნენ და თანხების სანაცვლოდ ცხედრების პოვნა სთხოვონ.

„ცოცხალს ვტირივარ თუ მკვარს არ ვიცი… ვიტირო თუ არ ვიტირო, ესეც არ ვიცი… არც ცოცხალია, გვეუბნებიან, არც მკვდარი უნახავთ და რა ვქნათ არ ვიცი. ვცდილობთ, რომ უფრო-უფრო გავიგოთ. ჯერ ადგილი ზუსტადაც არ ვიცით. კი, ბახმუტია, მაგრამ ცენტრია თუ რაიონია… ამდენი წლის მონატრებული შვილი, ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარია. რა ჰქნას ასეთ დროს დედამ?, – ამბობს ერთ-ერთი გმირის დედა.

ბახმუტი მთლიანად ოკუპანტების ალყაშია. ქართველი მებრძოლები ცხელ წერტილში შეღწევას ვერ ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

3 დეკემბრის შემდეგ დაღუპულების ოჯახებს არც ხელისუფლების წარმომადგენლები დაჰკავშირებიან.

მსგავსი თემები