ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში ოკუპანტების ნაღმზე ორი უკრაინელი აფეთქდა

ხარკოვის ოლქის სოფელ დოვჰენკეში, ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე ორი კაცი აფეთქდა, რის შედეგადაც, ორივე მათგანი დაიღუპა.

გამოძიების თანახმად, იზიუმის რაიონის სოფელში, ორი ადგილობრივი კაცი საქონლის მოსაძებნად იყო გასული და ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან. ამის შესახებ ოჯახმა და მოსახლეობამ პოლიციას განუცხადა.

სამართალდამცველებმა მათი ცხედრები იპოვეს და დადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ოკუპანტების ნაღმზე ფეხის დაბიჯება იყო.

წინასწარი გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლით დაიწყო (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით).

მსგავსი თემები