ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობებით დროებით ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინელებისთვის სიტუაციას არ გააუმჯობესებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობებით დროებით ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინელებისთვის სიტუაციას არ გააუმჯობესებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი არ ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.

ბერბოკის თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელები არიან.

„ყოველდღიურად უკრაინელი ხალხი იმ შიშით ცხოვრობს, რომ ისინი შესაძლოა, გაიტაცონ, აწამონ და მოკლან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი პუტინმა წამოიწყო და თუ ის მოისურვებს, ომი დასრულდება.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია მოლაპარაკება, თუმცა მანამდე პუტინმა უნდა გაიყვანსო სამხედროები უკრაინიდან.

მსგავსი თემები