„ყველა ბრძოლას და ქმედებას საბოლოოდ მოაქვს გამარჯვება” – მოშიმშილე დეპუტატების ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ჯერჯერობოთ უცნობია, ვინ შეუერთდება სამ მოშიმშილე დეპუტატს, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” მზად არიან, პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა სპეციალური  ბრიფინგი გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და მოქმედებაა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს აქტიურობები არის ყველაზე მნიშნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ქმედებას და ბრძოლას, ქმედებას და არგაჩერებას მოაქვს საბოლოო გამარჯვება,” – განაცხადეს ბრიფინგზე

მსგავსი თემები