„რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

ბერბოკის განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება და რუსეთი უკან დაიხევს.

“უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მათ არა მხოლოდო ელექტროენერგია და გათბობა აკლიათ, არამედ საერთაშორისო დახმარებაც ვერ მიდის იქამდე. ყოველდღიურად იქ ხალხი ცხოვრობს იმის შიშით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიძლება გაიტაცონ, აწამონ და მოკლან. ეს ომი პუტინის გარდა, სხვას არავის დაუწყია და თუ პუტინს სურს, ეს ომი შეიძლება ხვალაც დასრულდეს”, – თქვა ბერბოკმა.

გუშინ, 17 დეკემბერს გერმანიის კანცლერამ, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს რომ მცირე შანსების მიუხედავად, დასავლეთმა პუტინთან  კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიწვიოს

მსგავსი თემები