პროტესტი ოლიგარქის რეზიდენციასთან – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პოლიციაა მობილიზებული. მიზეზი საპროტესტო აქციაა. გადაუვადე სასჯელი, ნუ იქნები მკვლელი! – ამ ლოზუნგებით მივიდნენ ოლიგარქის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები.  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები  ოლიგარქს სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაშვებას სთხოვენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, უწყვეტი აქციები თბილისსა და რეგიონებში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მძიმე მეტალებისთ მოწამლულ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი ტყვეობიდან არ გაუშვებს.

„ოლიგარქს ვეუბნებით, რომ მას არ მოვაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და თუ 22 დეკემბერს და მის შემდეგომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ცატოვებს ციხეშიდა  ამით, პრაქტიკულად, გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, ჩვენ მივაკითხავთ ყველგან. სწორედ მისი სახლები გახდება პერმანენული აქციების კერა, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი მუმლაძემ.

აქცია ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის მიერ არის ორგანიზებული, თუმცა ცოტა ხნის წინ ადგილზე კიდევ ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილის მივიდა.

ოპოზიციის წევრმა საზოგადოებას გაერთიანებისკენ და ბრძოლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ცავკიდოთ ერთმანეთს ხელი და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ვიქნები ყველგან, სადაც იქნება პროტესტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები