„დროა, პრეზიდენტმა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დროა, პრეზიზდენტმა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია და ბრალდებული პრეზიდენტის საქმეზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„პრეზიდენტმა დრო არის, რომ დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია, პირდაპირ ასე ვიტყვი და მას აქვს მექანიზმი ამ პრობლემის გადაწყვეტის – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და დამერწმუნეთ, ნამდვილად იქნება გადადგმული ნაბიჯები დეპორალიზებისკენ, ნდობისკენ და ა.შ. ის, რომ მიხეილ ასაკაშილის არის ძალიან მძიმედ და კიდევ უარესდება მდგომარეობა, ეს ხელს უწყობს ნამდვილად პოლარიზებას და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ქვეყანა. ახლა საჭიროა, რომ პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სამწუხაროდ ამის მოლოდინი არ მაქვს,” – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„დაველოდოთ 22 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას”- თქვა გუშინ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა ერლჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები