„სააკაშვილი მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ და ამას ტრანსლირებენ” – გიული ალასანია

პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “ვივა-მედიდან” გამოსულმა გიული ასალანიამ განაცხადა.  მისი თქმით, ექსპრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” აკვარიუმში ჰყავს გამომწყვდეული და სიკვდილით დასჯის პროცესს პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

„ეს კადრების გამოქვეყნება, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის… ფაქტობრივად, მიმდინარეობს მკვლელობა ადამაინის. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და მიდის ტრანსლაცია ამის ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი საერთოდ, ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ? ეს არის სიკვდილით დასჯა, – თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

მსგავსი თემები