შიმშილობის მე-4 დღე – პროტესტის მონაწილეებს ერთი მოშიმშილე დეპუტატი გამოაკლდა

შიმშილობის მე-4 დღეს აბდულა ისმაილოვი შეუძლოდ გახდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იძულებულია, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას. ამ დროისათვის დეპუტატი საკუთარ სახლშია. მას მედიკოსები სინჯავენ.

რაც შეეხება დანარჩენ მოშიმშილე დეპუტატებს, ისინი პროტესტს აგრძელებენ. ექიმების ბოლო ცნობებით, მოშიმშლეების სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია.

მოთხოვნები არ იცვლება: მიზანი მიხეილ სააკაშილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანაა.

ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და დავით კირკიტაძე ამბობენ, რომ დასაკარგი დრო აღარ არის და ვიდრე, ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ, პროტესტის ამ ფორმას განაგრძობენ.

„ჩვენ ვართ მხნედ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილტან ერთად, რომელიც არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავს, ამ უსამართლობას, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს და ჩვენი ეს აქტი,ას ევე უამრავი ადმაიანის, რომლებმაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ხმა აიმაღლეს უკვე ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ კვლელობის წინააღმდეგ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად მივაღწევთ მიზანს და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება გადარცენილი, – ამბობს დავით კირკიტაძე.

მსგავსი თემები