“ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდის დღიდან ვთავაზობთ” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საუბრობს.
მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია, “მეტი გააკეთოს” უკრაინისთვის და ამიტომ, ის მიესალმება სანქციების მე-9 პაკეტს, რომელიც რუსეთს ახლახან დაუწესეს.
“ეს ომი სასწრაფოდ და უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა მეცოლამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ პარასკევს გადაწყვიტა სანქციების დაწესება კიდევ 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.