,,ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი”- რომან გოცირიძე

,,ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება სანქციების სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით,”- ასე აფასებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების სანქცირებას. მისივე თქმით, ყველა, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში,  მოექცევა სანქციის ქვეშ. ,,ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად…

მეტი...

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ ქ. თბილისში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მაია მელიქიძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, რომლიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიების შესახებ პროექტები. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია 26 ოქტომბერს გაიხსნა. კონფერენციას სემეკი მასპინძლობს, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო, (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

მეტი...

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ცოტა ხნის წინ სახლიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ადგილზე მივიდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, დეპუტატი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი...

კობა კობალაძემ თურქეთის სამხედრო ატაშესთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადსხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც უწყების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის თანადგომის მიუხედევად, სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დასაძლევადაც, სტრატეგიული…

მეტი...

,,საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს”- ოპოზიციური პარტიები

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება. მათივე განცხადებით, შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს და  მაღალი ალბათობით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს. „19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილ მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ აფხაზური ენა და ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცების ენად”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულება და პასუხისმგებლობაა, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს!”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ჩვენი ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია.  საქართველოს მთავრობა განაგრძობს…

მეტი...

რუსეთმა 69 220 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 69 220 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​​ ​ჯარისკაცი – დაახლოებით 69 220; ტანკი – 2 631; ჯავშანტექნიკა – 5 364; საარტილერიო სისტემა – 1 690 ; სარაკეტო სისტემა – 379; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192; ​თვითმფრინავები – 271; ვერტმფრენი – 249; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი –  1 398; საკრუიზო რაკეტები – 351; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 078; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 150.

მეტი...

ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მეტი...

მუქარა არასრულწლოვანზე – ბრალდებული მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის…

მეტი...

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ჰ.ი. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 1970 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჰ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.…

მეტი...

დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“  დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

მეტი...

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფებოდა – ,,სიენენი”

,,სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებსი ბერნსი პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. როგორც გამოცემა იუწყება, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ. ,,სიენენი”-ის განმარტებით, რომ ბერნსის ვიზიტი იმ ფონზე შედგა, როდესაც აშშ შეშფოთებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ამასთან, ბერნსი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, მოსკოვი აქტიურად ემზადებოდეს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

მეტი...

,,საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები”- სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები. მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვანი საკითხი. „ჩვენ ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი არის საკვანძო ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და…

მეტი...

აშშ-მ მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლოდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში მოლდოვაში რუსეთის ინტერესების გამტარებელი ადამიანები მოხვდნენ, მათ შორისაა მთავრობის ყოფილი წევრი,  ვლადიმერ პლახატნუკი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პლახატნუკი ცდილობდა მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებზე კონტროლის განხორციელებით და მანიპულირებით, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სექტორებზე ზეგავლენით, სახელმწიფოს სადავეების ხელში ჩაგდებას.

მეტი...

,,რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა. მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ამ დროისთვის,  250-მდე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. „სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე, ავდეევკასთან. იქ ახლა ყველაზე კარგად ჩანს რუსული მეთაურობის სიგიჟე: ისინი იქ ყოველდღიურად ხალხს სიკვდილზე მიერეკებიან, ახორციელებენ საარტილერიო დარტყმების მაქსიმალური სიმძლავრის კონცენტრაციას. ყველა ჩვენი მეომარი, რომელსაც ამ მიმართულებით პოზიციები უჭირავს, ნამდვილი გმირია. გრძელდება აქტიური მოქმედებები სხვა მიმართულებითაც. მინდა, დღეს აღვნიშნო 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ლუგანსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისას გამოვლენილი სიმამაცისთვის. დღის განმავლობაში საჰაერო განგაში რამდენჯერმე ისმოდა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის…

მეტი...

,,დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს”- ნედ პრაისი

,,დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს,”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე. ,,ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის. ჩვენ გავაგრძელებთ…

მეტი...

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეები ამერიკაში მხოლოდ შენობების სანახავად მიჰყავთ და სხვა შედეგი არ არის

„სამოქალაქოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და საქართველოს სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. რაც არ უნდა ბრეიდი ჰყავდეთ, მაგარი მოთამაშე, რომ ჩამოიყვანო და ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს, რამე შედეგი იქნება?“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. მისი შეფასებით, ეს იმიტომ ხდება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაფერს ეკითხებიან. „მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საქმე? მოსამართლეები…

მეტი...

„კარგია, 10 000-15 000 ლარი გქონდეს ხელფასი და მოსამართლეები აგინო, ხომ?“ – ლევან მურუსიძე

„მურუსიძე ბაყბაყდევი კი არ არის, რომელიც სასამართლო სისტემის კართან დგას… რომ იძახიან, სასამართლო სისტემა დახურულიაო და რატომ არ არიან ადვოკატები სასამართლო სისტემაშიო, კარგი ადვოკატი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებს და მოსამართლე რომ გახდეს, თავი უნდა დაანებოს თავის პრაქტიკას“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. მისივე შეფასებით, რადგანაც სასამართლოში ხელფასი დაბალია, მოსამართლეობის მსურველებიც არ არიან. „ვინც კვალიფიციურია, ყველას კარგი ანაზღაურება აქვს. სკოლაში უნდა ისწავლო წელიწადი და რვა თვე, 2 000 ლარზე, შემდგომ გახდები მოსამართლე, ხელფასი გექნება 4 000 ლარი და ამიტომ არ არის სურვილი. მერე არის მოსამართლეების ლანძღვა-გინება და მერე…

მეტი...

„ასე ამბობდნენ – მურუსიძე, მურუსიძე. გიგაური ეკა ჩემთან მოვიდა და მემორანდუმი გამიფორმა“ – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე სასტიკად ნაწამებ და მოკლულ სანდრო გირგვლიანის თემასაც იხსენებს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებმაც კანონმდებლობა სამ კვირაში გირგვლიანის საქმის გამო შეცვალეს. „მაკრიტიკებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით სამ კვირაში მიიღეს კანონები. მაშინ, საქართველოს პარლამენტმა სამ კვირაში მიიღო ცვლილებები, რომელიც პირადად გირგვლიანის საქმის გამო მოხდა. იმ დეპუტატებიდან ზოგიერთი შეიძლება, ახლანდელ პარლამენტშიც იყოს. ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ და, რომლებმაც გირგვლიანთან დაკავშირებით მიიღეს აღნიშნული კანონები, ერთმანეთთან კარგად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მე კანონიერი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, – განაცხადა მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მურუსიძის გვარი…

მეტი...

„ისეთი არაფერი ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს“ – ლევან მურუსიძე

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ცხოვრების მანძილზე, სამარცხვინო არაფერი აქვს ჩადენილი. მისი თქმით, ის ძალიან მშვიდად და წყნარად არის, რადგან სუფთა და პირნათელია. „არა არს რა დაფარული, რაცა არა გაცხადდესო, ხომ არის ნათქვამი და ვნახოთ. მე ძალიან მშვიდად ვარ და ძალიან წყნარად. არაფერი ისეთი არ ჩამიდენია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რისიც უნდა მრცხვენოდეს და შესაბამისად არც ისეთი, რაშიც დანაშაულის ნიშნები შეიძლება, იყოს“, – აცხადებს ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით. სოსო გოგაშვილის ბრალდებებზე მურუსიძე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს…

მეტი...

პრეზიდენტი მსოფლოს ისევ მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს ისევ მიმართავს და  მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმი სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. „რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, არის ტერორისტი ყველაფერში და იმსახურებს ყოველდღიურ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლას… მადლობა ყველა იმ ლიდერს და პოლიტიკოსს, ვისაც ესმის და უზრუნველყოფს ამ ყველაფერს.  განსაკუთრებით მადლობელი ვარ პოლონეთის სენატის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად ეღიარებინა. ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უნდა მიიღოს. თავად რუსეთი თავისი ქმედებებით ალტერნატივას არ ტოვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა რეზოლუციას მხარი სადაც საუბარია რუსეთის, როგორც  ტერორიზმის სპონსორ ქვეყანაზე.

მეტი...

კიევზე თავდასხმა განხორციელდა

გამთენიისას, რუსმა სამხედროებმა კიევზე მიიტანეს იერიში. უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ოლქში უკრაინელებმა რამდენიმე საჰაერო ობიექტიც ჩამოაგდეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ოლექსი კულებას ინფორმაციით, იერიშის  შედეგად, ერთ-ერთ თემში ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. კულებას ინფორმაციით, ჩამოგდებულია რამდენიმე ობიექტი.

მეტი...