აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფებოდა – ,,სიენენი”

,,სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებსი ბერნსი პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

როგორც გამოცემა იუწყება, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.

,,სიენენი”-ის განმარტებით, რომ ბერნსის ვიზიტი იმ ფონზე შედგა, როდესაც აშშ შეშფოთებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ამასთან, ბერნსი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, მოსკოვი აქტიურად ემზადებოდეს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

მსგავსი თემები