პრეზიდენტი მსოფლოს ისევ მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს ისევ მიმართავს და  მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმი სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.

„რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, არის ტერორისტი ყველაფერში და იმსახურებს ყოველდღიურ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლას… მადლობა ყველა იმ ლიდერს და პოლიტიკოსს, ვისაც ესმის და უზრუნველყოფს ამ ყველაფერს.  განსაკუთრებით მადლობელი ვარ პოლონეთის სენატის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ოფიციალურად ეღიარებინა. ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უნდა მიიღოს. თავად რუსეთი თავისი ქმედებებით ალტერნატივას არ ტოვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სენატმა ერთხმად დაუჭირა რეზოლუციას მხარი სადაც საუბარია რუსეთის, როგორც  ტერორიზმის სპონსორ ქვეყანაზე.

მსგავსი თემები