უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 69 220 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 69 220; ტანკი – 2 631; ჯავშანტექნიკა – 5 364; საარტილერიო სისტემა – 1 690 ; სარაკეტო სისტემა – 379; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192; თვითმფრინავები – 271; ვერტმფრენი – 249; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 398; საკრუიზო რაკეტები – 351; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 078; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 150.