გამთენიისას, რუსმა სამხედროებმა კიევზე მიიტანეს იერიში. უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ოლქში უკრაინელებმა რამდენიმე საჰაერო ობიექტიც ჩამოაგდეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ოლექსი კულებას ინფორმაციით, იერიშის შედეგად, ერთ-ერთ თემში ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. კულებას ინფორმაციით, ჩამოგდებულია რამდენიმე ობიექტი.