,,ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი”- რომან გოცირიძე

,,ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება სანქციების სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით,”- ასე აფასებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების სანქცირებას.

მისივე თქმით, ყველა, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში,  მოექცევა სანქციის ქვეშ.

,,ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად ამ სიაში მოჰყვა, რაც არის დამღა და მასთან ურთიერთობას არც ერთი წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს, არც ერთ ქვეყანაში არ შეუშვებენ, რომელიც ცივილიზებული დასავლური სამყაროს ნაწილია. დაიძრა ეს მატარებელი, ივანიშვილის სანათესაო რომ უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამიტომ დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-მ მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

მსგავსი თემები