,,საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო მათი უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები”- სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები.

მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვანი საკითხი.

„ჩვენ ორივე ლიდერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მთავარი მოსაზრებაა, რომ პირდაპირი დიალოგი არის საკვანძო ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო მოვლენა, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა პატელმა.

მსგავსი თემები