დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ცოტა ხნის წინ სახლიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ადგილზე მივიდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, დეპუტატი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი თემები