„კარგია, 10 000-15 000 ლარი გქონდეს ხელფასი და მოსამართლეები აგინო, ხომ?“ – ლევან მურუსიძე

„მურუსიძე ბაყბაყდევი კი არ არის, რომელიც სასამართლო სისტემის კართან დგას… რომ იძახიან, სასამართლო სისტემა დახურულიაო და რატომ არ არიან ადვოკატები სასამართლო სისტემაშიო, კარგი ადვოკატი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებს და მოსამართლე რომ გახდეს, თავი უნდა დაანებოს თავის პრაქტიკას“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე.

მისივე შეფასებით, რადგანაც სასამართლოში ხელფასი დაბალია, მოსამართლეობის მსურველებიც არ არიან.

„ვინც კვალიფიციურია, ყველას კარგი ანაზღაურება აქვს. სკოლაში უნდა ისწავლო წელიწადი და რვა თვე, 2 000 ლარზე, შემდგომ გახდები მოსამართლე, ხელფასი გექნება 4 000 ლარი და ამიტომ არ არის სურვილი. მერე არის მოსამართლეების ლანძღვა-გინება და მერე იძახიან, სასამართლო არის დახურული სისტემაო. როგორ უნდა გაიღოს ეს სისტემა, როცა გარეთ კადრებს არ უნდათ სასამართლო სისტემაში შემოსვლა? ლევან მურუსიძე ბაყბაყდევი კი არ არის, რომელიც კართან დგას, კადრებს კარს უხურავს და არ უნდა, ვინმე შემოუშვას… ნახეთ, არასამთავრობოებში 10 000 ლარი და მეტი აქვთ ხელფასები. კარგია, 10 000-15 000 ლარი გქონდეს ხელფასი და მოსამართლეები აგინო, ხომ?“, – განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი თემები