,,ყველაფერს გავაკეთებთ იტალია-საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად”- იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

იტალიის პრემიერი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თანამდებობაზე  დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის.

,,იტალიის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად,”- წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი ”ტვიტერზე”.

მსგავსი თემები