,,რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება”- ანდრეი ერმაკი

,,რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება და ის აუცილებლად იზოლირებული აღმოჩნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით,  რუსეთის დიდი ხანია არავის ეშინია, რადგან ისინი სუსტი, მხდალები არიან და ოცნებობენ მოლაპარაკებებზე, რათა შეაჩერონ თავიანთი კოლაფსი.

“ბინძური მანიპულაციები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული ბინძური დაშინება, ბინძური ტერორისტული თავდასხმა უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე ოლენივკაში, ასევე ბინძური ომი მშვიდობიან მოსახლეობასთან და ტერორი ბრძოლის ველზე მარცხის შემდეგ, ბინძური სახელმწიფო, სახელად რუსეთი“, – განაცხადა ერმაკმა.

 

 

მსგავსი თემები