ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის პრემიერის სავარძელს არ დაუბრუნდება

ბორის ჯონსონი არ აპირებს პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს და ძველ პოზიციას ისევ დაუბრუნდეს. როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ჯონსონი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატების მხარდაჭერის მიუხედავად, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნება სწორი, რადგან მისი თქმით, ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში.

მან ასევე დასძინა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრის გარეშეა დარჩენილი, რადგანაც ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები