„უარვყოფთ რუსეთის ცრუ ბრალდებას, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად“ – მსოფლიო ლიდერები  

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობას, რომ დაერწმუნებინა მსოფლიო თითქოს უკრაინა ბირთვული ბომბის გამოყენებას აპირებს, მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ ბრალდებას  ცრუ ბრალდებას უწოდებენ და რუსეთს თითს უქნევენ.

„ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ტერიტორია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად. მსოფლიო დაინახავს ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, – აცხადებენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

„შოიგუ ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მსგავსი თემები