„რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრის ორგანიზაციის სანდოობას“ – შალვა პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს – მარტინუს ტაინი კოქსს ოფიციალური წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას, ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას.

პაპუაშვილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულ სს საქმეებზეც წერს და განუმარტავს, რომ ამ საქმეებში, პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს. ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში.

ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა… ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას“ – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის გზავნილში.

 

მსგავსი თემები