რუსეთის ბინძურ კამპანიას “ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“ აფასებს

რუსეთის ფედერაციის მცდელობას, რომ მსოფლიო დაარწმუნოს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების მზადებასთან დაკავშირებით, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“ აფასებს.  როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინისთვის იმიჯის შელახვა და სამხედრო დახმარების შემცირება.

„რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, სავარაუდოდ, ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ“ – განმარტავენ ორგანიზაციაში.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ საფრთხეს რუსეთის მხრიდან უფრო ხედავს, ვიდრე უკრაინის მხრიდან.

„შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს – უკრაინას დახმარების შეწყვეტას“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ტელეფონით რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერს ესაუბრა და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება.

მსგავსი თემები