„წააგო არა იმიტომ, რომ ის ქალია“… შარლოტა ნელი დოროყაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავის დასრულებას სხვადასხვა, როგორც დადებითი ისე ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. კერძოდ, ზოგიერთები მოსამართლის გადაწყვეტილებას სამარათლიანად აფასებენ, ზოგიერთები კი პირიქით.

მოსამართლის მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის სრულად გამართლებას, ნელი დოროყაშვილი და მისი უფლებადამცველები აფასებენ როგორც განაჩენს საქართველოს ქალებისთვის.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლედ გამოეხმაურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგო შარლოტა.

„ქალმა წააგო სასამართლო არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს“ – ასეთია მისი მოკლე კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მსგავსი თემები