“ბინძური ბომბის” იდეა ჩვენთვის ამაზრზენია“ – უკრაინა ბუდაპეშტის მემორანდუმის დაცვას ითხოვს

რუსეთის მხრიდან „ბინძური ბომბის“ ამოქმედების პროპაგანდასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე განცხადებას ავრცელებს და ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას ითხოვს. განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

„უკრაინის არმია ათავისუფლებს ჩვენს მიწას რუსული სიბინძურისგან. “ბინძური ბომბის” იდეა ჩვენთვის ამაზრზენია. ვიწვევთ გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადამკვირვებლო მისიებს, უკრაინაში ჩამოვიდნენ. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის ბირთვულ შანტაჟს. ჩვენ მოვითხოვთ ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-4 პუნქტის დაცვას“, – აცხადებს რეზნიკოვი.

ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით, ხელმომწერები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მოითხოვონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივი ქმედება უკრაინის, როგორც „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ ბირთვული იარაღის არმქონე მონაწილე სახელმწიფოს, დასახმარებლად.

ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს.

„უარვყოფთ რუსეთის ცრუ ბრალდებას, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად“ – მსოფლიო ლიდერები  

 

მსგავსი თემები