რუსეთის კამპანიას „ბინძურ ბომბთან“ დაკავშირებით ენტონი ბლინკენიც პასუხობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მცდელობას, უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულოს, მსოფლიოს ლიდერები არ ენდობიან. აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც აფიქსირებს.

რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინა შესაძლოა, „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავდეს, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის. ენტონი ბლინკენმა კულებასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის ცრუ მცდელობას და ეს იმის მომასწავებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღნიშნული ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან საუბრისას აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და მორიგ დახმარებაზე ესაუბრა.

„უარვყოფთ რუსეთის ცრუ ბრალდებას, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად“ – მსოფლიო ლიდერები  

მსგავსი თემები