საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ელოდებიან

დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

14:00 საათზე “შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი თემები