„ვერ მოგვაკეტინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერ გაგვაჩუმებენ“ – მიხეილ სააკაშილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. მანამდე კი    დარბაზიდან მხარდამჭერებს მიმართა და ყველას მოუწოდა, ხელები კი არ ჩამოუშვან, პირიქით, მაღლა აწიონ, რადგანაც საქართველოში ოქროს ხანა ძალიან მალე დადგება.

„შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას, ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით. გვჭირდება კომბინაცია და ერთიანობა, ვემზადებით გადამწყვეტი კვირისთვის, თვისთვის თუ დღისთვის. არ ჩამოუშვათ ხელები, აღვმართოთ ხელები მშვიდობიანად, მძლავრად, ეროვნული თანხმობის დროშით საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს ვერ გადაუვლიან და გააუქმებენ, ჩვენ ვერ გაგვაუქმებენ, ჩვენ ვერ მოგვაკეტინებენ,  ვერ გაგვაჩერებენ, ვერ გაგვაჩუმებენ. საქართველოში ხელახლა დადგება ოქროს ხანა. აბა თქვენ იცით“ – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა, რომელმაც სხდომათა დარბაზი დატოვა.

მსგავსი თემები