“მზად მაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ძველებურ სიძლიერეს დაუბრუნებს” – მიხეილ სააკაშვილი

“ხალხს ბავშვის გაჩენის უნდა ეშინოდეს, რადგან მისი მოვლა და გაზრდა ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, რაც საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. შეგახსენებთ, რომ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს.

“2021 წელს განსაკუთრებულად იმატა პროდუქტების ფასებმა. პურმა 70-80 თეთრით იმატა. კვერცხმა 20-30 თეთრით. ჩემი მეგობრის მშობლები ავადმყოფები არიან და უბრალოდ, რომ იცოცხლონ თვეში 600 ლარი სჭირდებათ. წარმოიდგინეთ მედიკამენტების ფასი როგორაა გაძვირებული. ბავშვის მოვლა და ნორმალური ხარისხის საკვების ყიდვა მისთვის 60 ლარი ჯდება, ამ თანხაში მაქსიმუმ დღენახევრის სამყოფი რამ მოგივათ. ეს საშინელი სიტუაციაა. ხალხს ბავშვის გაჩენის უფულობის გამო უნდა ეშინოდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკვე მზად აქვს მას პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალ 5-7 წელიწადში ეკონომიკა იმდორინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როგორიც მისი პრეზიდენტობის დროს იყო. ამ პროექტზე ის დიდ ხანს მუშაობდა.

მსგავსი თემები