ყაზახური მედიის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების გაყვანის პროცესი ყაზახეთის ტერიტორიიდან დღეს უნდა დაიწყოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯარები ყაზახეთის ტერიტორიას 10 დღის განმავლობაში სრულად დატოვებენ. ამ პროცედურას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრების საბჭო დაამტკიცებს. სხდომა დღესაა ჩანიშნული.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პირდაპირ განაცხადა, რომ უცხო ჯარების მიერ ნამოქმედარი ფაქტობრივად ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელმაც ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.