„ან რიგგარეშე არჩევნები, ან საქართველო არ იქნება“ – მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, საქართველო სამ წელში აღარ იქნება.

„რიგგარეშე არჩევნები ან იქნება, ან, ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება… ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ“ – ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა ოპონენტებს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდა და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე.

მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში „ტაქსაობა“ 800 ევროდ, 400 ევროს სახლში აგზავნის და 400 ევროს იტოვებს და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება. რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება. ჩემს დროს უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. ბოლო 10 წელიწადში წავიდა 800 000, შემდეგ სამ წელიწადში წავა კიდევ მილიონი ადამიანი“ – განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.

 

მსგავსი თემები