შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
“ჩატარდა ოპერატიული და საგამოძიებო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი იქნა დაკავებული. ამოღებულია სამი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სამი მჭიდი და 1 ვაზნა”, – წერია განცხადებაში.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. დაკავებულს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებულს პისტოლეტი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზა ამოუღეს ჩხრეკისას.