კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 047-ია

ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035  ადამიანი.

 

 

მსგავსი თემები