„სააკაშვილს საქართველოში შემოყვანაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაეხმარა“ – საქმის ბრალდებული

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მას შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ თხოვა.

პროცესზე ცომაიამ დეტალურად აღწერა თუ როგორ დაუკავშირდა მას ყოფილი მაღალჩინოსანი და მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოყვანა სთხოვა. სანაცვლოდ კი  ლორთქიფანიძემ ცომაიას ცოლთან შექმნილი პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

ცომაიამ სასამართლო სხდომაზე მოყვა, თუ როგორ  შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე Scania-ს მარკის მანქანით. ცომაიას თქმით იგი მგავს მარშრუტს ხშირად გადიოდა და მესაზღვრეებთან პრობლემა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსმენა დღეს გაიმართა.

მსგავსი თემები