ამოღებულია 2 კილომდე ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები