“სკოლები და ბაღები მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში უნდა დაიკეტოს“ – თამარ ობგაიძე “მედიაცენტრ მთავართან“

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ “მედიაცნეტრ მთავართან“ განაცხადა, რომ სკოლებისა და ბაგა-ბაღების ხელაღებით დაკეტვა არ შეიძლება.

„ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, სკოლები და ბაღები მხოლოდ პანდემიის გართულების უკიდურეს პერიოდში უნდა დაიკეტოს. მათი ხელაღებით დაკეტვა არ შეიძლება. მშობლებმა კი საჭიროა, ბავშვებში მინიმალური სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაშიც არ გაუშვან, დაიცვან საკუთარი და სხვების შვილების ჯანმრთელობა“, – განაცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პედიატრის თქმით საბავშვო ბაღებში და სკოლებში პრობლემას პანდემია აუცილებლად შექმნის, თუმცა პასუხისმგებლობა როგორც სკოლებმა, ისე მშობლებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ.

მსგავსი თემები