„კლინიკაში დღეში 5-10 ბავშვი შეჰყავთ“’ – ახალი ვირუსი ბავშვებში   

ვირუსული ინფექცია ბრონქიოლიტი, რომელიც  რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისგან მომდინარეობს, წელს დიდი სისწრაფით ვრცელდება. მართალია, ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსი ჯერჯერობით არ დომინირებს, თუმცა, მისგან განსხვავებით, წამყვანია ბრონქიოლიტი. როგორც  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, იაშვილის კლინიკაში, ამ ვირუსით დღეში 5-10 ბავშვი ხვდება. „არსებობს დაავადება ბრონქიოლიტი, რომელიც ძალიან ხშირია 2 წლამდე ბავშვებში. იმ რაოდენობის შემთხვევები, რაც წელს და ამ სეზონზე გვაქვს, არასდროს ჩვენთან არ ყოფილა. ყოველ დღე, 5-დან 10 პაციენტამდე შემოდის ამ დიაგნოზით. საუბარია პაციენტებზე, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ჟანგბადის დამატებას. სეზონურ ვირუსებს შორის, ამ სეზონზე…

მეტი...

„არც ერთ ქვეყანას შეუძლია, პაციენტების კატასტროფულად დიდი რაოდენობა მიიღოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ამ რაოდენობის პაციენტების გამკლავება არ შეუძლია არც ერთ ქვეყანას. არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ არის მზად, რომ პაციენტების კატასტროფულად დიდი რაოდენობა მიიღოს“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ომიკრონის შტამთან დაკავშირებით. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ძირითად სიმპტომებს, ის გაციების მაგვარია და არა გრიპის. „არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოოდ ვერ შევაფასებთ. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების…

მეტი...

„ომიკრონი“ დეკემბერ-იანვარში ევროპაში დომინანტი გახდება – ციფრები კატასტროფულად იზრდება

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ევროპის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. უფრო მეტის, მისი გავრცელების მასშტაბები ბევრად აჭარბებს დღემდე დაფიქსირებულ პიკსაც კი. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ მხრივ, დანიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითი საგანგაშოა. „მოსალოდნელია, რომ ევროპის ქვეყანათა უმეტესობაში, „ომიკრონი“ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის დასაწყისში გახდეს დომინანტი. ორი ქვეყნის მაგალითი დღეისთვის მოდელია – ეს არის დანია და დიდი ბრიტანეთი. ეს ქვეყნები აფიქსირებიენ ომიკრონის ძალიან სწრაფ გავრცელებას. ციფრები, რომელიც ამ ქვეყნებიდან გვაქვს, შეუდარებელია ყველა სხვა მუტაციასთან. დანიაში, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას, ინფიცირებულების…

მეტი...