„კლინიკაში დღეში 5-10 ბავშვი შეჰყავთ“’ – ახალი ვირუსი ბავშვებში   

ვირუსული ინფექცია ბრონქიოლიტი, რომელიც  რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისგან მომდინარეობს, წელს დიდი სისწრაფით ვრცელდება. მართალია, ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსი ჯერჯერობით არ დომინირებს, თუმცა, მისგან განსხვავებით, წამყვანია ბრონქიოლიტი.

როგორც  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, იაშვილის კლინიკაში, ამ ვირუსით დღეში 5-10 ბავშვი ხვდება.

„არსებობს დაავადება ბრონქიოლიტი, რომელიც ძალიან ხშირია 2 წლამდე ბავშვებში. იმ რაოდენობის შემთხვევები, რაც წელს და ამ სეზონზე გვაქვს, არასდროს ჩვენთან არ ყოფილა. ყოველ დღე, 5-დან 10 პაციენტამდე შემოდის ამ დიაგნოზით. საუბარია პაციენტებზე, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ჟანგბადის დამატებას. სეზონურ ვირუსებს შორის, ამ სეზონზე ეს ყველაზე აქტუალურია. გრიპის აქტიურობა კი ჯერჯერობით არ ჩანს“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები