„ომიკრონი“ დეკემბერ-იანვარში ევროპაში დომინანტი გახდება – ციფრები კატასტროფულად იზრდება

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ევროპის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. უფრო მეტის, მისი გავრცელების მასშტაბები ბევრად აჭარბებს დღემდე დაფიქსირებულ პიკსაც კი.

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ მხრივ, დანიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითი საგანგაშოა.

„მოსალოდნელია, რომ ევროპის ქვეყანათა უმეტესობაში, „ომიკრონი“ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის დასაწყისში გახდეს დომინანტი. ორი ქვეყნის მაგალითი დღეისთვის მოდელია – ეს არის დანია და დიდი ბრიტანეთი. ეს ქვეყნები აფიქსირებიენ ომიკრონის ძალიან სწრაფ გავრცელებას. ციფრები, რომელიც ამ ქვეყნებიდან გვაქვს, შეუდარებელია ყველა სხვა მუტაციასთან.

დანიაში, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას, ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობა იყო 5 000-მდე, “ომიკრონის” შემთხვევაში კი ეს ციფრი 11 000-მდე ავარდა. პროგნოზია ის, რომ შესაძლებელია, ეს ციფრი 27 000-იც გახდეს რამდენიმე კვირაში. ანალოგიური მონაცემებს გვაწვდის დიდი ბრიტანეთი, იქ მაქსიმუმი იყო 62 000 ინფიცირება, „ომიკრონის“ შემთხვევაში კი ეს ციფრი 92 000-მდე ავარდა“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები