ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. მათ შორის დააყენებს ზაზა გახელაძისა და 2019 წელს ოკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან წვდომის შესაძლებლობასა და ეპიდვითარებაზე.

მსგავსი თემები