NATO-ს მიერ საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას ამერიკელი სენატორი რობ პორტმენი ეხმაურება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, ამერიკელი სენატორი რობ პორტმენი მიესალმება. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.

“საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ისინი ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ,” – ნათქვამია პორტმენის განცხადებაში. 

ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არყოფნის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მსგავსი თემები