დმანისში, “ცხელი წერტილი” პოლიციის შენობაა

დმანისში, ამ წუთებში, ე.წ. ცხელი წერტილი პოლიციის შენობა და მუნიციპალიტეტის მერიაა. ხელკეტებით აღჭურვილი დაპირისპირებული მხარეების ნაწილი პოლიციასთან შეიკრიბა, სადაც ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობს. გარეთ შეკრებილები კი მათ გათავისუფლებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას მორე მხარეს აკისრებენ.

პოლიციის შენობას აგრესიული ჯგუფებისგან შესაბამისი ქვედანაყოფები იცავენ. პერიმეტრზე სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შემოვლებული, რომ აგრესიული ჯგუფები შენობაში შეცვლას არ შეეცადონ.დაპირისპირებული მხარეების მეორე ნაწილი კი მერიასთან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარებას საკმაოდ რთულია. ეთნიკურად ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გამოწვეულმა შელაპარაკებამ გამოიწვია.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ამ ეტაპისთვის დაკავებული არავინაა, თუმცა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენთიფიცირებულია.    

მსგავსი თემები