„თავი შეიკავეთ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში გადაყვანისგან” – კახა ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დმანისში მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, არსებულ ვითარებას სხვა, რთულ  ჭრილში ნუ გადაიყვანს.   

„სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა.  პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.  ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ  დანაშაული და კანონის  წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“ – აცხადებს ოქრიაშვილი.   

მსგავსი თემები